2018-2019 სასწავლო წელი ჩემთვის უჩვეულოდ დაიწყო, რადგან პირველად შევედი პირველ კლასში. სადაც დამხვდა გაოცებული, ცნობისმოყვარე და მოლოდინით აღსავსე ბავშვების თბილი მზერა.
ანბანის წინა პერიოდში საკმაოდ კარგად გავიცანით ერთმანეთი, ვისაუბრეთ სხვადასხვა საინტერესო თემაზე: ამინდზე, წელიწადის დროებზე, დაბადების დღეებზე, სკოლასა თუ ბაღზე... ვისწავლეთ საინტერესო ლექსები, წავიკითხეთ მოთხრობები. გავაკეთეთ სიტყვათა დამარცვლისა თუ ბგერებად დაშლისა და გამთლიანების სავარჯიშოები.
დიდი ინტერესით შეხვდნენ ანბანის გაცნობას. ხალისითა და მონდომებით შეუდგნენ ასო-ბგერების წაკითხვასა და გამოწერას და მალევე გაჩნდა მათ რვეულებში გულში ჩაწერილი ჩემი სახელი :) .
რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვწვალობთ კითხვისა თუ წერის დროს, არ გამოგვდის ისე როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მაინც შემართებით ვაგრძელებთ ცოდნის კარის შეღებას და პატარების თვალებიც ვატყობ ნელ-ნელა უფრო ფართოვდება აღფრთოვანებისა და ინტერესის გამო.
ღონისძიებით აღვნიშნეთ შემოდგომის და შემდეგ ახალი წლის მობრძანება.
ზამთრის სემესტრის წარმატებით დამთავრება კი ამ ვიდეო კოლაჟით შევაჯამე.

No comments:
Post a Comment