წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მე და ჩემი მოსწავლეები ორი ლამაზი და მხიარული დღით გამოვეხმაურეთ.
პირველად მე წავიკითხე გურამ პეტრიაშვილის საოცარი ზღაპარი, იმის შესახებ თუ როგორ გადაიქცა ცნობისმოყვარე და მოუსვენარი ყვავილი ფერად პეპლად...
შემდეგ კი თვითონ წაიკითხეს საყვარელი ნაწარმოებები. აღსანიშნავია ისიც, რომ უფროსკლასელებმაც ხალისით მიიღეს მონაწილეობა და მისცეს მაგალითი თავიანთ პატარა მეგობრებს.
ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მათ მოსწოთ გალაკტიონის, მ. მაჭავარიანის, ნ. დუმბაძისა თუ ლ. ასათიანის ლექსები; კითხულობენ ჰარი პოტერის, კარლსონისა თუ მოლა ნასრედინის სახალისო თავგასადავლებს.
დიდი მადლობა თქვენ ბავშვებო ასე ძალიან რომ გიყვართ კითხვა!
დღე პირველი...
დღე მეორე...
No comments:
Post a Comment