Saturday, January 05, 2019

კონფლიქტი და მისი გადაჭრის გზები (სადამრიგებლო საათი)


ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ის რომ მოსწავლეებმა არ იციან თუ როგორ მართონ საკუთარი ემოციები. მათ ხშირად აქვთ კონფლიქტი კლასელებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან თუ ზოგადად ნაცნობებთან. ამიტომაც გადავწყვიტე სადამრიგებლო საათის ფარგლებში VII და VIII კლასის მოსწავლეებთან ამ თემაზე მესაუბრა. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა. მათ გაიგეს კონფლიქტის სახეების შესახებ, ვისაუბრეთ მისი მოგვარების სამ ცნებაზე, განვიხილეთ სიტუაციური ამოცანები; ვუყურეთ და ვიმსჯელეთ ნორმან მაკლარენისა და ივან რამადანის ფილმების მაგალითზე, ვისაუბრეთ საკუთარ გამოცდილებაზე და გამოვიტანეთ დასკვნები, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტის თავიდან აცილება.
იხ. პრეზენტაცია.

 ნორმან მაკლარენი - ,,neigbhour"


ივან რამადანი - ,,tolerantia"







No comments:

Post a Comment