Monday, December 10, 2018

მე ვარ კლასის დამრიგებელი!

 სკოლა არის ის ადგილი, სადაც ხდება მოზარდის ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ მასწავლებელმა მხოლოდ თავისი საგანი კი არ უნდა ასწავლოს მოსწავლეებს, არამედ მან უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც მისი პატარა მეგობრები ერთმანეთზე იზრუნებენ.
 დიახ! მასწავლებელმა უნდა შეძლოს დაიმეგობროს თავისი მოსწავლეები!  აგრძნობინოს რომ ისინი არიან საზოგადოების სრულუფლებიანი და თავისუფალი წევრები, რომლებსაც ამ უფლებებთან ერთად გარკვეული მოვალეობებიც აკისრიათ. 
 ვფიქრობ, მთავარია წლების შემდეგ ჩემს მოსწავლეებს ასხოვდეთ და არასდროს არ დაავიწყდეთ, რომ ,,ადამიანი იმდენივე ღირს, რაც მთელი კაცობრიობა, ადამიანის არც გაცვლა შეიძლება, არც დაფასება, არც გამრავლება, არც გამოკლება. იგი უფასოა. იგი ერთია, მუდამ ერთი", ვიდრე ,,მინახავხარ" ზმნის მორფოლოგიური ანალიზი გამიკეთონ.                 
 კლასის დამრიგებლობა საშუალებას გაძლევს დაუახლოვდე და უფრო უკეთ გაიცნო თითოეული მოსწავლე. ისაუბრო რა უყვართ, რა სწყინთ, რა ახარებთ, რა აინტერესებთ... 
 სწორედ ამიტომ მინდა გაგიზიაროთ იმ შეხვედრების რამდენიმე პრეზენტაცია, რომელიც VII და VIII კლასის მოსწავლეებთან ერთად სადამრიგებლო საათის ფარგლებში ჩავატარე.

No comments:

Post a Comment