თამამად შემიძლია ვთქვა, რომ
ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი პროფესია მიყვარს
და ჩემი სამსახურით დიდ სიამოვნებას ვიღებ. არ ვიცი, შეიძლება მომავალში სხვა საქმე
ვაკეთო, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ქართულ სიტყვასთან, ლიტერატურასთან მექნება
კავშირი.
ჩემი
მიზანიც სწორედ ის არის, რომ შევაყვარო ქართული ენა, ქართული ლიტერატურა ბავშვებს.
დავანახო თუ რა მრავალფეროვანი და ფასდაუდებელი საგანძური აქვს ჩვენს ერს ენის სახით.
გავუღვიძო მათ სიამაყის, პასუხისმგებლობის და მოწიწების გრძნობა. ვასწავლო ამ ყველაფრის
მოფრთხილება. ჩვენ, ყველა, ხომ თანაშემოქმედები ვართ იმ უდიდესი ფენომენისა ქართული
ენა რომ ჰქვია; ილია ჭავჭავაძის თქმით ,,ხალხია ენის კანონმდებელი...“
მინდა თითოეულმა
ჩემმა მოსწავლემ გააცნობიეროს ეს დიდი პასუხისმგებლობა ენისა და ერის წინაშე.
No comments:
Post a Comment