კლასი II |
სამიზნე ცნება: ·
გაგება ·
ინტერპრეტირება ·
წერა და ჟანრი |
შედეგები:
I.
2; I, 3; I. 4; I. 6; I. 7; I. I.
8; I. 9; 10; I. 11; I. 12; I. 13; I.
14; I. 15 |
საკითხები: ·
კომიქსი ·
პერსონაჟი ·
ლექსი |
ტექსტი: გივი ძნელაძე - ,,მე ვარ ადამიანი“
|
კომპლექსური დავალების პირობა : წაიკითხე გივი ძნელაძის ლექსი ,,მე ვარ ადამიანი“, გადააქციე კომიქსად და
დაასათაურე ლექსისგან განსხვავებული სათაურით. გაითვალისწინე: Ø წარმოიდგინე
და დახატე პექსონაჟები - დედამიწა ან
მისი ბინადარი სულიერი არსება (მაგ.:
ზეცა, ჩიტი, მიწა, ყვავილი, ტყე, ბალახი, ზღვა, თევზი...) და ადამიანი Ø ნახატში
გადმოეცი, რას გრძნობენ ისინი, როგორია მათი დამოკიდებულება, ფიქრები, რა სურთ მათ; Ø პექსონაჟების
ფიქრები ჩაწერე ,,ღრუბლებში“; Ø კომიქსს
ლექსის სათაურისგან განსხვავებული სათაური შეურჩიე. დავალების პრეზენტაცია: Ø წარუდგინე
შენი კომიქსი კლასს. ნამუშევრის პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრეთ: ისაუბრე, რა ნაბიჯები გაიარე დავალების შესასრულებლად. |
პრაქტიკული
რჩევები მასწავლებლისათვის (ფაკულტატური) I ეტაპი: მოსამზადებელი აქტივობები Ø
ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეები ,,სიტყვების სკივრიდან“ სათითაოდ იღებენ
თითო ბარათს, რომელზეც ტექსტის საკვანძო სიტყვები წერია (ადამიანი, დედამიწა, ბრაზიანი,
ზეცა, დაუნდობელი, ვარსკვლავი, ყვავილი, მიწა, სასტიკი). ყველა სიტყვა იწერება დაფაზე
(მოსწავლეთათვის გაუგებარი, უცნობი სიტყვები მათივე დახმარებით განიმარტება); Ø
სიტყვებზე დაყრდნობით მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს, რის შესახებ
შეიძლება იყოს ლექსი; Ø
ლექსის კითხვა; Ø
ლექსის ანალიზი: ვინ გვესაუბრება ლექსში? რისი გაგება სურს ადამიანს/რა
აინტერესებს მას? რას ეხვეწება დედამიწა ადამიანს? რისი მოლოდინი აქვს ყველა არსებას?
შენი აზრით, ყველა სულიერი ადამიანს რატომ სთხოვს დედამიწაზე ზრუნვას? როგორ ფიქრობ,
რას გვასწავლის ეს ლექსი? Ø
საკვანძო სიტყვებისგან თითო წინადადების მოფიქრება და რვეულში ჩაწერა. II ეტაპი: კომპლექსური
დავალების შექმნა Ø
მოსწავლეები ქმნიან კომიქსს.
III ეტაპი: კომპლექსური
დავალების წარდგენა წარუდგინე შესრულებული დავალება შენს კლასელებს; ისაუბრე, რა ნაბიჯები გაიარე დავალების შესასრულებლად;
|
- მთავარი გვერდი
- ჩემი მიზანი
- ჩემ შესახებ (CV)
- ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა
- თემატური გეგმის ნიმუში
- გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის რამდენიმე ნიმუში
- კომპლექსური დავალებები
- რესურსები (I კლასი) ვიკითხოთ ხალისით!
- რესურსები (I კლასი)
- რესურსები (II კლასი)
- რესურსები (VII-VIII კლასები)
- რესურსები (IX კლასი)
- გრამატიკა (VII კლასი)
- ვიდეო რესურსები
- რესურსები (ინგლისური)
- პრეზენტაციები
- შეფასების სქემები
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
- სამოდელო გაკვეთილები
- სადამრიგებლო საათი...
- მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა
- კლუბი ,,ენის ლაბორატორია"
- მოსწავლეთა ნამუშევრები
- ღონისძიებები
- სითბო...
Thursday, March 04, 2021
კომპლექსური დავალება - ,,მე ვარ ადამიანი" (მე-2 კლასი)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment