Saturday, January 30, 2021

კომპლექსური დავალება (მე-2 კლასი)


კლასი II

სამიზნე ცნება:  გაგება

 

შედეგები:  I. 2; I, 3; I. 4; I. 6; I. 7; I. 10; I. 11; I. 12

 

საკითხები: თანამიმდევრულობა, სიუჟეტის განვითარების  საფეხურები (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული)  

 

ტექსტი: ლ. ჭიჭინაძე  - ,,პაწაწინა ნაძვის ხე“

    

კომპლექსური დავალების პირობა:

დახატე სამი ილუსტრაცია ლ. ჭიჭინაძის ნაწარმოების ,,პაწაწინა ნაძვის ხის“ მიხედვით: ერთი ილუსტრაცია უნდა გამოსახავდეს ამბის დასაწყისს, მეორე - შუა ნაწილს, მესამე - დასასრულს. დაალაგე ილუსტრაციები თანამიმდევრობით და მათზე დაყრდნობით გადმოეცი შინაარსი.

შინაარსის გადმოცემისას:

·         დაიცავი ამბის თანამიმდევრულობა;

·         გამოიყენე ტექსტში მოცემული სიტყვები.

 

დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრე:

Ø  როგორ შეარჩიე, რა უნდა დაგეხატა;

Ø  როგორ დაიმახსოვრე (/რა ხერხი გამოიყენე) ტექსტში მოცემული სიტყვები.

 

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლისათვის (ფაკულტატური)

 

            I ეტაპი: მოსამზადებელი აქტივობები

Ø  მოსწავლეებს ხმამაღლა წააკითხეთ ტექსტი;

Ø  კითხვის დროს ფანქრით მოანიშნინეთ მოთხრობის შინაარსის გადმოსაცემად საჭირო საკვანძო სიტყვები (შესაძლოა ამ სიტყვების გამოყენებით მოსწავლეებმა შეადგინონ წინადადებები და ჩაიწერონ რვეულში);

Ø  დასვით ტექსტის გააზრებისათვის საჭირო შეკითხვები;

Ø  შეადგენინეთ მოთხრობის გეგმა;

Ø  მოსწავლეებს დაურიგეთ ტექსტის დაჭრილი ბარათები (დასაწისი, შუა და დასასრული ნაწილი); სთხოვეთ წაიკითხონ და შინაარსის მიხედვით დაალაგონ თანმიმდევრობით.

 

           II ეტაპი: კომპლექსური დავალების შექმნა

Ø  კომპლექსური დავალების შესრულება;

 

           III ეტაპი: კომპლექსური დავალების წარდგენა

             წარუდგინეთ დავალება კლასს და ისაუბრეთ:

  როგორ შეარჩიე, რა უნდა დაგეხატა;

  როგორ დაიმახსოვრე (/რა ხერხი გამოიყენე) ტექსტში მოცემული სიტყვები.

 

                                                                                                         .                                                                                                                      


2 comments:

  1. ძალიან კარგია, როჩაღ! მარტივი და საინერესო

    ReplyDelete