მოგონებები, ადამიანები, რომლებზეც ბატონი მერაბი გვიყვება მართლაც ფასეულია თითოეული ქართველი მკითხველისათვის.
ვკითხულობთ წიგნს და ვხვდებით თუ რამხელა ძალისხმევის ფასად არის ის ძეგლები შექმნილი, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ისე ვუვლით გვერდს, თითქოს ისინი ძლიერი ხელოვანის ნიჭმა კი არ შექმნა, არამედ ქვეყნიერების გაჩენიდან იდგნენ.
ამ წიგნის მეშვეობით ვეცნობით მერაბ ბერძენიშვილს - ადამიანს, პიროვნებას, რომელსაც ყველაფერზე მეტად უყვარს სამშობლო და საკუთარი საქმიანობა. ვმოგზაურობთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და ვხვდებით უბრალო, მშრომელ ადამიანებს; ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საოცარი იუმორის გრძნობა, უყვართ შრომა, უყვართ მოლხენა, არიან პირდაპირები, მართლები; ზოგჯერ - ლაჩრებიც, მოღალატეებიც, საქმის არმცოდნენიც... ვკითხულობთ და ვიგებთ როგორ აფასებს ავტორი ადამიანებში სიკეთეს, გვერდში დგომას, სიცოცხლის სიყვარულს.
მართალია, სასკოლო სახელმძღვანელოში კრებულიდან მხოლოდ ორი ნაწარმოები (,,ზარი", ,,დამნაშავე დასჯილია") არის შეტანილი, მაგრამ ამ პრეზენტაციით ვეცადე გამეცოცხლებინა მერაბ ბერძენიშვილი, როგორც არა მარტო ხელოვანი, არამედ ადამიანი, რომელიც გვასწავლის თუ როგორ გვიყვარდეს სამშობლო.
გამიხარდება თუ ჩემი მოსწავლეები დაინტერესდებიან და გაუჩნდებათ სურვილი თავიდან ბოლომდე წაიკითხონ ეს მართლაც არაჩვეულებრივი წიგნი, რომელსაც ავტორმა ,,ზარი" უწოდა.
გამიხარდება თუ ჩემი მოსწავლეები დაინტერესდებიან და გაუჩნდებათ სურვილი თავიდან ბოლომდე წაიკითხონ ეს მართლაც არაჩვეულებრივი წიგნი, რომელსაც ავტორმა ,,ზარი" უწოდა.
No comments:
Post a Comment