წერის უნარ-ჩვევის გამომუშავება ერთ-ერთ რთულ და თითქმის დაუძლეველ სირთულედ არის მიჩნეული. ფიქრობენ, რომ კარგად წერა მხოლოდ განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს შეუძლიათ. მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე. წერა რთულია, თუმცა მიმაჩნია, რომ მრავალფეროვანი აქტივობების შესრულებით სასურველ შედეგს მივაღწევთ. მნიშვნელოვანია ისეთი დავალებების შერჩევა, რომლებიც მოწავლეთა ინტერესს გამოიწვევს, რადგან არც ერთი სავარჯიშო არ უნდა იქცეს მათთვის ტანჯვად. წერა, ისევე როგორც კითხვა, სასიამოვნო პროცესია და მინდა ჩემმა მოსწავლეებმა ცოდნის შეძენასთან ერთად ისიამოვნონ კიდეც ამ პროცესით.
მეხუთე კლასის მოსწავლეებს ძალიან უყვართ წერილების წერა. ისინი ხშირად მწერენ მისალოც ბარათებს სხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებით. ამიტომ მე მათ ვთხოვე წერილი მიეწერათ საყვარელი პერსონაჟისათვის. აქტივობა სიხარულით და დიდი მონდომებით შეასრულეს. ეს დავალება მათ საყვარელ საქმიანობად იქცა და ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სტენდი სადაც ამ წერილებს განვათავსებდით.
No comments:
Post a Comment